LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მთავარი მიღწევა კარგი დედობა და კარიერაა“ – ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე (ფოტო)

229
PRC-96050980

ინგლისელი დიზაინერი და ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.

ვიქტორიას საკმაოდ ნაყოფიერი წელი ჰქონდა, დიზანერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და ბრენდის 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ამ წელს კი Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და დიზაინერობას, აქტიური ბლოგერობაც შეუთავსა.

Vogue-სთან ინტერვიუში 45 წლის, 4 შვილის დედამ თავის მთავარ, ცხოვრებისეულ მიღწევად კარგი დედობა და კარიერა, – მოდის სახლის ხელმძღვანელობა დაასახელა.
ცნობისთვის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ჰოლივუდში ყველაზე მყარ და სტაბილურ წყვილად ითვლება.

ვიქტორია ბექჰემი საიუბილეო ,,ვოგის'' ფურცლებზე (ფოტო)

ინგლისელი ლამაზმანის ფოტოები საიუბილეო გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები