LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა მეუღლემ მაშოვნინა სამსახური“ – გოგა ბარბაქაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

14
გოგა-ბარბაქაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, გოგა ბარბაქაძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, როგორც ვიცი, ბებიამ შენს კარიერაზე დიდი გავლენა იქონია,

ბებიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მე მსახიობი გავმხდარიყავი. ბერიკები – იყო ასეთი სტუდია და იქ მიმიყვანა. მე ზუსტად ვიყავი ბავშვობიდანვე რომ მსახიობი ვყოფილიყავი. ყველა ხელს მიწყობდა ოჯახში, არადა ძალიან რთული პერიოდი იყო, საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა ხალხს, მაინც ახერხებდნენ ჩემი მშობლები თანხა გადაეხადათ. ჩავაბარე „თეატრალურ უნივერსიტეტში“. როცა სწავლა დავასრულე, თეატრები არ იყო ბევრი, ზოგი რემონტზე იყო. პირველი როლი „თავისუფალ თეატრში“ ვითამაშე, ავთო ვარსიმაშვილთან. დღემდე იქ ვარ, მუდამ მიხარია იქ მისვლა. შემდეგ რუსთავში თეატრში მივედი, თურმე რობერტ სტურუა იყო ხელმძღვანელი, სწორედ იქიდან მოვხვდი „რუსთაველის თეატრში“. ვნერვიულობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ „რუსთველის თეატრის“ სცენაზე ვიდგებოდი. ბებიაჩემი უბედნიერესი ადამიანი იყო, ვერ წარმოედგინა ეს.

პირველი როლი გაიხსენე,

მაშინ ახალი დასი ჰყავდა რობერტს მიყვანილი „რუსთაველის თეატრში“. ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით იყო რამდენიმე ნოველა გაერთიანებული. მე ვამბობდი პირველ სიტყვას, ფარდა რომ გაიხსნა, ვერაფერი ვთქვი, მერე ვიფიქრე, ან ახლა ამოიღებ ხმას, ან დამთავრებულია ყველაფერი მეთქი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც იმ პროფესიას ემსახურება, რომელიც უყვარს.

მიუხედავად შენი თეატრალური კარიერისა, საზოგადოებამ შენ „შუა ქალაქიდან“ გაგიცნო, როგორ მოხვდი სერიალში? 

მაშინ ჩემი მეუღლე, მაია დობორჯგინიძე თანამშრომლობდა გოჩასთან. კასტინგზე მაიკოს დახმარება სთხოვეს და მან ჯგუფი მიიყვანა, მათ შორის მეც ვიყავი, ასე რომ ჩემმა მეუღლემ მაშოვნინა სამსახური.

როგორი იყო პოპულარობა?

ტელევიზიას აქვს ეს უნარი, უცბად გაგხადოს პოპულარული. აქაც გამიმართლა მართლა მაგარი ჯგუფი შეიკრიბა. არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა. ძალიან მალე მოიპოვა სერიალმა პოპულარულმა, დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი. თან ძალიან ვუფრთხილდებოდით ხოლმე, ვიცოდით რომ ყველა თაობა უყურებდა, არ იყო ბილწსიტყვაობა. ისე, როგორც ამბობენ, იუმორის გრძნობა მაქვს, ოღონდ, სახლში არა, სახლში პირიქით.

ორი მსახიობი ოჯახში, მაია და გოგა, როგორია ეს ყველაფერი? 

მაიკოს აქვს უფლება, რომ მე მომცეს შენიშვნა, ის მე ძალიან კარგად მიცნობს. ერთი პედაგოგი გვყავდა თან, ერთნაირად ვფიქრობთ. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე მაიაა. ერთი პრობლემა არის მხოლოდ, ეს არის დრო, დიდხანს არ ვართ ერთმანეთთან და შვილებთან.

როგორც ვიცი, ნადირობა გიყვარს ძალიან,

სხვათა შორის, ბუნებასთან ურთიერთობა და კონტაქტი ბებიამ შემაყვარა, რაჭველი ვარ და ძალიან მიყვარს ეს კუთხე. მიყვარს გემოებით თამაში, ბაბუაჩემი იყო შეფ-მზარეული. ჩემი გაკეთებული კერძები ოჯახში ძალიან მოსწონთ.

ვიცი, პირად ცხოვრებაზე არ გიყვარს საუბარი, თუმცა ერთ-ერთი ინტერვიუში წავიკითხე მამასთან დაკავშირებით, რომ ის პირველად და უკანასკნელად ნახე,

კი ასე მოხდა სამწუხაროდ, არ მიყვარს ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი, კი იყო ასე…

კინო თუ თეატრი?

თეატრი, იმიტომ რომ ის ცოცხალია უფრო, ის უფრო რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები