LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს გვერდზე ყველაზე ნათლად ჩანს ჯანდაცვის სამინისტროს უდიდესი ხარვეზები“ – სოფო ჯაფარიძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

23
sofojafaridzevizitori

გადაცემის live

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ექიმი და ტელეწამყვანი, სოფო ჯაფარიძე, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე დაწვრილებით ისაუბრა. 

მე ექიმების ოჯახში დავიბადე, როდესაც პატარა ვიყავი სულ პროტესტი მქონდა, როდესაც ვხედავდი, რომ ერთი ბავშვი მეორეს ჩაგრავდა. ვამბობდი, რომ იურისტი უნდა გამოვსულიყავი, თუმცა, ეს დროებითი იყო, ჩემს ოჯახში ექიმობა არის ცხოვრების ნაწილი, სტომატოლოგობა გადავწყვიტე, ვერ შევძელი ბავშვებში მემუშავა, ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ჩემი ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი იყო „სამედიცინო უნივერსიტეტის“ პრორექტორი და ახლანდელი ექიმებიდან  ვინც იბრძვის, ბევრი სწორედ მისი გაზრდილია.

როგორი ბავშვობა გქონდა?

ძალიან კარგი, ძალიან ლაღი, ხელის გულზე მატარებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ბედნიერებისთვის ოჯახის წევრები. სტუდენტობაც კარგი მქონდა, ცოტა უმართავი სტუდენტი ვიყავი, რთული ხასიათი მქონდა, ჩემგან მუდამ ბევრს მითხოვდნენ და ამის გამო პროტესტიც მქონდა. მინდოდა, რომ არავის გაეგო ჩემი ოჯახის შესახებ. თუმცა ახლა რომ მახსენებდა, ალბათ ძალიან სწორი მიდგომა იყო.

პირად ცხოვრებაზე გვესაუბრე, შენ სამი ბიჭის დედა ხარ..

საერთო მეგობრების წრეში გავიცანი მეუღლე, სტუდენტი ვიყავი, მალევე შევქმენით ოჯახი. საქმის გარეშე ვერ ვძლებ, სულ ქაოსი უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში, სხვანაირად არ შემიძლია, ერთადერთი ძილი მენატრება. დედისერთა ვარ და სულ მინდოდა და-ძმა მყოლოდა, ამიტომ სამი შვილი გავაჩინე. ბევრს დროს ოჯახში ვერ ვატარებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ კოვიდი მალე გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. კოვიდამდე ბავშვებს მეტ დროს ვუთმობდი.

ახლა „მედ გიდის“ შესახებ გვესაუბრე…

მე და ჩემს მეგობარს, ნუცა ზურაბიანს გვაქვს სამედიცინო ასოციაცია, რის ფარგლებშიც ვახორციელებდით მასშტაბურ კონგრესებსა და სემინარებს. როდესაც დავინახეთ, რომ ჩვეულ ფორმატში ვერ ვახერხებდით, გადავწყვიტეთ ონლაინ სივრცეში გადაგვეტანა ეს ყველაფერი. გვსურდა, მედიატორის ფუნქცია შეგვესრულებინა პაციენტსა და ექიმს შორის.  ბებიამ დაგვაძალა ამის გაკეთება, გვითხრა რომ ახლა ქვეყანას ვჭირდებოდით. მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, ზოგჯერ იმაზე მეტსაც ვაკეთებ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენ ძალიან დაჩაგრულ ხალს ვუყურებდით.

რამდენჯერმე თქვენი გვერდი გატეხეს, შენი აზრით რატომ მოხდა ეს?

იმიტომ მოხდა, რომ ჩვენს გვერდზე ყველაზე ნათლად ჩანს ჯანდაცვის სამინისტროს უდიდესი ხარვეზები, ეს კი სისტემას არ აწყობს, არ აწყობს რომ წარმოუდგენელი ხარვეზები ასე საჯაროდ ჩანდეს. დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ტრაგედია.

შენს მეორე პროფესიაზე, წამყვანობაზე გვესაუბრე

ეს არის ახალი გამოწვევა და ძალიან საინტერესო, იყო ბევრი ხარვეზი, თავს ვერ დავდებ, რომ საუკეთესო ტელეწამყვანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვიყო ინფორმატიული. შევძლო ხალხის ინფორმაციის ვაკუუმიდან გამოყვანა. ქუჩაში იმდენ დადებით ემოციას და სითბოს ვგრძნობ  ჩემ მიმართ, ეს დიდი ბედნიერებაა.

კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო თემას შევეხოთ, შენ გადაწყვიტე პოლიტიკოსობა…

არასოდეს მაინტერესებდა პოლიტიკა, „მედ გიდმა“ დამანახა თუ რამხელა ტრაგედიისა და გაჭირვების წინაშე დგანან ადამიანები. გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, ვფიქრობდი, რანაირად შეიძლებოდა ასეთ ქვეყანაში გამეზარდა ბავშვები, სრულიად დაუცველობის გრძნობა გამიჩნდა. უფროსი ბიჭ 11 წილისაა და ვფიქრობდი,  გარეთ როგორ გამეშვა. ამ პერიოდში გავიცანი ნიკა მელია, ეს იყო გადამწყვეტი, როდესაც ახალი გუნდი გავიცანი,  დავინახე მათი განვითარების სწრაფვა. მე დავინახე, როგორ სტკივა ნიკას თითოეული მოქალაქის პრობლემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები