LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისარტყელა კოსმოსიდან: თანამგზავრის მიერ გადაღებული უნიკალური კადრები

402
Untitled design

1999 წლის დეკემბერში NASA-მ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Terra გაუშვა, რომელიც პლანეტაზე არსებულ გარემო-პირობებს და კლიმატის ცვლილებებს აკვირდება. თანამგზავრი აღჭურვილია ASTER-ით, საუკეთესო კოსმოსური გამოსხივებისა და არეკვლის ოპტიკური რადიომეტრით, რომელიც სხვადასხვა სიგრძის ტალღების გაზომვის მეშვეობით განსხვავებულ მონაცემებს აგროვებს პლანეტის ზედაპირზე არსებული სითბური აქტივობის, წყლის ტემპერატურისა და მინერალების შესახებ.

თანამგზავრის გადაღებული ფოტოები აკვარელით შესრულებულ ნახატებს ჰგავს. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ იცვლიდა კალაპოტს მდინარე მისისიპი ბოლო 70 წლის განმავლობაში. წითლად ნაჩვენებია არეალი, სადაც მდინარე წლების განმავლობაში მოძრაობდა, მწვანედ კი მისი ამჟამინდელი კალაპოტი გამოიყურება.

2019 წლის ნოემბერში ტყის ხანძარმა კალიფორნიის ოლქი სონომი მოიცვა. ფოტოზე გადამწვარი ტყის მასივები ნაცრისფრად, ჯანსაღი მწვანედ, ხოლო ტყის ნაწილი, სადაც მაშინ ჯერ კიდევ ხანძარი მძვინვარებდა, ყვითლადაა მონიშნული.

ჩრდილო აფრიკაში მდებარე ატლასის მთები დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ ტექტონიკური ფილების შეჯახების შედეგად წარმოიშვა. შეჯახებამ გაანადგურა ოკეანე თეტისი, რომლის ფსკერზეც უხვად მოიპოვებოდა თიხა, ქვიშა, კირქვა და თაბაშირი. თანამგზავრის მიერ გადაღებული მოკლეტალღოვანი და ინფრაწითელი ზოლები გაერთიანებულია იმისათვის, რათა მთების რთული სტრუქტურის დანახვა შესაძლებელი იყოს.


ყვითელ, ნარინჯისფერ და მწვანე ფერებში კირქვა, ქვიშაქვა და თაბაშირია, მუქი ლურჯი და მწვანე კი გრანიტის ქანები. ფოტო 2001 წლის 13 ივნისსაა გადაღებული.

ოკატა ჩრდილოეთ იაპონიაში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც 3000 ადამიანი ცხოვრობს. მიწის დიდი ნაწილი ქალაქში ტბა ჰატიროგატას აქვს მიტაცებული. როგორც ქალაქი, ასევე ტბა ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობენ.

Cape Horn ჩილეში მდებარე ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს. სწორედ ეს არის ხმელეთის ბოლო წერტილი, რომელსაც სამხრეთში, ანტარქტიდისაკენ მიმავალი გემებიდან ხედავენ. საწყლოსნო გზა, რომელიც დრეიკის სრუტის სახელით არის ცნობილი, საკმაოდ საშიში ადგილია ძლიერი ქარების და ცუდი ამინდის გამო. გემები აქ ხშირად განიცდიან კატასტროფას.

მდინარე კოკო, რომელიც კარიბის ზღვაში ჩაედინება, ნიკარაგუასა და ჰონდურასს შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს. მდინარის ნაპირებზე შესაძლებელია დაბლობების გარჩევა, რომლებსაც მისკიტოების დაბლობებს უწოდებენ ინდიელთატომის, მისკიტოების პატივსაცემად. პირველი ევროპული დასახლება აქ 1630 წელს გაჩნდა, როდესაც ინგლისელები დაბლობზე დასახლდნენ და ადგილობრივებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს.

სუჩჟოუ აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია. იგი მდიარე იანძის სათავესთან მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს. NASA-ს თანამგზავრ Landsat-იდან 1984 წელს და ASTER-იდან 2015 წელს მიღებული ფოტოები გვიჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ქალაქი 900 000-იანი პოპულაციით 5,3 მილიონიან დასახლებამდე.

ASTER-ის თანამგზავრიდან გადაღებულ აამ სურათზეალასკის მონაკვეთია აღბეჭდილი.ცისფრად ინფრაწითელ სურათზე ყინულის მასივები, ყვითლად, და მწვანედ მცენარეული საფარი, ხოლო ნარინჯისფრად ხრეშით დაფარული ადგილები არის აღბეჭდილი. ამერიკელი გეოლოგის, დოქტორ დენის ტრაბანტის თქმით, ყინულის საფარი ნელ-ნელა იკლებს. იგი ჯერ-ჯერობით ოკეანესთან პირდაპირი კონტაქტისაგან დაცულია, მაგრამ თუ ზღვის დონის მატების გამო წყალი ყინულამდე მოაღწევს, იგი აქტიურად დაიწყებს დნობას. ASTER-იდან მიღებული მონაცემები ალასკაზე მდებარე ყინულის საფარის და დაახლოებით 15000 მყინვარის მდგომარეობის მონიტორინგისათვის გამოიყენება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები