ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ  ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო. დასკვნაში წერია, რომ ჯონმა მეუღლე 12-ჯერ სცემა. გასულ კვირას კი Warner Bros.-მა ჯონის  ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად გაავრცელა.

„მსურს შეგატყობინოთ, რომ Warner Bros.-მა მთხოვა, გრინდელვალდის როლი დამეტოვებინა. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოთხოვნას დავთანხმდი.“ – წერს ჯონი.

აღნიშნული ფაქტით აღშფოთებული მსახიობის გულშემატკივრები გაერთიანდნენ და პეტიცია შექმნეს, რომელზეც უკვე 147 402 ადამიანმა მოაწერა ხელი, რაოდენობა კი ყოველ წუთს იმატებს. იმსათვის, რომ ჯონი დეპი ფილმ  ჯადოსნურ არსებებს“ დაუბრუნდეს, 150,000 ხელმოწერაა საჭირო.

თუკი თქვენც ფიქრობთ, რომ მსახიობი კინოროლს იმსახურებს, შეგიძლიათ აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ 57 წლის ლეგენდარულ მსახიობს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები