LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბერების პროცესს ანელებს“ – 69 წლის სტინგმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა

536
page

გორდონ მეთიუ სამნერი – სასცენო ფსევდონიმით სტინგი, პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება. თუმცა, ზაფხულის ბოლოს, მოხერხებულმა პაპარაცებმა მაინც მოახერხეს მუსიკოსის გამოჭერა. ის სანაპიროზე ნებივრობდა და საოცარ ფიზიკურ ფორმაში იყო.

 

2 ოქტომბერს ვარსკვლავს 69 წელი შეუსრულდა, არტისტმაც საზოგადოებას გაანდო, რისი საშუალებით ინარჩუნებს ფორმას და რა ხრიკებს მიმართავს ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. ამის მიზეზად სტინგმა, უპირველეს ყოვლისა, მთავარი მოტივატორი მეუღლე, ტრუდი სტალერი მოიყვანა, რომელთანაც 28 წლიანი ქორწინება აკავშირებს. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ სტინგი მაკრობიოტიკურ დიეტას იცავს, მხოლოდ საკუთარ მოყვანილ პროდუქტებს მიირთმევს და ყოველ დღე იოგათი და მედიტაციითაა დაკავებული.

„იოგა გიბიძგებს, უფრო ხშრად ივარჯიშო, ის დაბერების პროცესს ანელებს, ახლა ჩემს სხეულს ისეთი რაღაცეების გაკეთება შეუძლია, რაზეც ადრე ვერც კი ვიოცნებებდი“, – აღნიშნა სტინგმა.

https://www.instagram.com/p/CDEjIYVJF5y/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები