LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიდომ ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

78
maxresdefault

დაიდოს ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის Give You Up კლიპი გამოქვეყნდა. ვიდეო, რომელიც სოფი მიულერმა, პარიზსა და ლონდონში გადაიღო, სრულყოფილად გამოხატავს გატეხილი გულის ტკივილს.

ინგლისელი შემსრულებლის ახალი ნამუშევარი, რომლის რელიზი 22 იანვარს შედგა, პირველი სინგლია უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, რომელიც 47 წლის მომღერლის მომავალ, მეხუთე სტუდიურ ალბომში Still on My Mind შედის. დისკი დღის სინათლეს 8 მარტს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ფირფიტის მხარდასაჭერად, დაიდო პირველ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრება და ევროპასა და ამერიკას ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები