LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დავბრუნდი” – ჯეიმს ბლანტმა ახალი დისკი დააანონსა (ფოტო)

97
1-DJ-MEN-300819JamesBlunt-01

ჯეიმს ბლანტმა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

,,დავბრუნდი” – ასეთი აღწერა გაუკეთა ინგლისელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ის წელს ზევით შიშველია აღბეჭდილი.

 

View this post on Instagram

 

I’m back! And my new single is going to be played tomorrow morning on the Ken Bruce show on Radio 2 from 9:30 AM!

A post shared by James Blunt (@jamesblunt) on

ცნობილი გახდა, რომ 45 წლის მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომს – Once Upon a Mind ჰქვია. ფირფიტა დღის სინათლეს 25 ოქტომბერს იხილავს.

 

View this post on Instagram

 

New album “Once Upon A Mind” out on October 25th. Listen to the single, “Cold” – link in bio

A post shared by James Blunt (@jamesblunt) on

კრებულში 11 სიმღერა შედის. ჩანაწერის პირველი სინგლის – Cold რელიზი 29 აგვისტოს შედგა.

აღსანიშნავია, რომ სიახლის მხარდასაჭერად, ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი ბრიტანულ-ევროპულ ტურნეს გამართავს. კონცერტების სერია სტარტს 2020 წლის 14 თებერვალს, ბირმინგემში აიღებს და 7 აპრილს, ლონდონში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები