LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ გარეტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს კონცერტს

4322
david-garet-news19

ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში ჩამოდის. კულტურის პალატის ორგანიზებით მისი კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში, 13 სექტემბერს გაიმართება.

ინფორმაციას დავით ოქიტაშვილი fortuna.ge-ს უდასტურებს.

გარეტი საქართველოდან დაიწყებს ევროპულ ტურნეს. მუსიკოსი თბილისში ახალი პროგრამით ჩამოდის. მას საქართველოში დიდი რაოდენობით თაყვანისმცემელი ჰყავს.

კარიერის დასაწყისშივე დევიდ გარეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდა, ამიტომაც “UNLIMITED” არის არამარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფიაა. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გარეტს, იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.

ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge, ფასი 80-დან 250 ლარის ფარგლებში.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 23 მაისს, 20:00 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები