LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ გეტა 24 წლით უმცროს მეგობარ გოგონასთან ერთად მაიამიში გადაიღეს (ფოტო)

564
10944280-0-image-a-13_1552497630677 (1)

დევიდ გეტასა და ჯესიკა ლედონის რომანტიკულ ურთიერთობას მედია თვალს უკვე დიდი ხანია აქტიურად ადევნებს. წყვილი, რომელიც მაიამიში ცხოვრობს, პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ისინი სანაპიროზე დასასვენებლად გამოვიდნენ.

ფოტოებზე ჩანს, რომ ფრანგი დიჯეი და მასზე 24 წლით უმცროსი კუბელი ფოტომოდელი დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ 51 წლის ვარსკვლავი ასაკთან შედარებით, არაჩვეულებრივ გამოიყურება. აღარაფერს ვამბობთ, მის რჩეულზე, რომლის ფერადი საცურაო კოსტიუმი მის ფორმებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.


   

შეგახსენებთ, რომ დევიდ გეტა და ჯესიკა ლედონი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები