LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მესენჯერს გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქცია ემატება

gettyimages-4878672681

მესენჯერი დღეიდან ამატებს გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციას. თუ ტექსტს გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში “დააკლიკავთ”, მონიშნავთ Remove-ს და შემდეგ Remove for Everyone-ს, მესიჯი წაიშლება.

ჩატში მყოფი ადამიანი გაიგებს, რომ თქვენი მესიჯი წაშალეთ, თუმცა წაშლილ ტექსტს ვერ ნახავს.

ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში დღეიდან ხდება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები