LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი გართულება დაგვიტოვა კოვიდმა, მაქვს მეხსიერების პრობლემა და სისუსტე“ – ვიკა ბუკია სტუმრად „ვიზიტორში“

12
vikabukiavizitori

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი ვიკა ბუკია.

როგორ დაიწყო შენი ჟურნალისტიკური კარიერა?

ეს იყო 2004 წელს, იყო ასეთი ტელეპროექტი „იმედზე“ „დუბლიორი“. ამ პროექტს ძალიან დიდ პასუხისმგებლობით მოვეკიდე. რეიტინგიც მაღალი მქონდა, ჟიურის ფავორიტიც გავხდი და ასე დავიწყე მუშაობა “იმედის დილაში” , შემდეგ “ქრონიკაში” , შემდეგ უკვე “საზოგადოებრივ მაუწყებელში” , შემდეგ კი იქ მოვხდი სადაც მოვხვდი. ამის შემდეგ მაგისტრატურაზე დავიწყე სწავლა, დამაინტერესა პიარმა, კომუნიკაციამ და სულ შეთავსებით ვახერხებდი ხოლმე ბევრი რამის გაკეთებას. ახლაც რამდენიმე პროექტს ვარ შეჭიდებული ტელევიზიასთან ერთად.

როგორ ათავსებ 4 შვილის დედობას და ამ ყველაფერს?
სულ ამას მეკითხებიან, არ მაქვს არანაირი რეცეპტი, ეს რთულია და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო მქონდეს ჩემი შვილებისთვის.

როგორ გეხმარება შენი მეუღლე, ცნობილი პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი?

ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ჩვენ გააზრებული გვაქვს ეს ყველაფერი, როცა მე ვარ დაკავებული, ის მეხმარება და პირიქით. ის კარგი მამაა და სულ მეუბნება, რომ მე კარგი დედა ვარ. ის არ არის ისეთი მამა, რომელიც მთელი დღე გასულია და გვიან მოდის ნასვამი და ბავშვებს აღვიძებს.

რას იტყვი შენს მეწყვილეზე, გიორგი ნიორაძე?

ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებულები, ის რომ შავს ხედავს მე თეთრს ვხედავ და პირიქით, ძალიან ხშირად ვკამათობთ, თუმცა ადამიანებს სწორედ ეს მოსწონს ალბათ, ამას მოწმობს რეიტინგებიც. ჩვენ არ ვერიდებით ემოციების გამოხატვას, „ტვ პირველი“ იძლევა ამის საშუალებას. მინდა ვიხელთო დრო და ჩვენს მაყურებელს მადლობა გადავუხადო, რომ გვიყურებს.

შენ იყავი ერთ-ერთი პირველი ცნობადი სახე, რომელიც კოვიდით დაინფიცირდა…

მაშინ რა პანიკა იყო, ახლა რომ მახსენდება ბევრ რამეზე მეცინება, აი მაგალითად გლოვოს კურიერს რომ მოჰქონდა პროდუქტები  ვსპირტავდი  ხოლმე და ამ დროს სულ 5 ინფიცირებული გვყავდა. სხვათა შორის, რამდენჯერაც ,,ტვ პირველის” თემა ჩამოვარდებოდა, რომ ეს გადაცემა უნდა წამეყვანა, მაშინვე რაღაცები ხდებოდა, მაშინ დამემართა კოვიდიც, არადა ყველანაირ წესს ვიცავდი. მახსოვს, ამირან გამყრელიძემ დამირეკა და მითხრა, კოვიდინფიცირებული ხარო, მე კიდევ არ დავიჯერე, გეშლებათ მეთქი. რეალურად კოვიდზე მეტად პანიკა მიტევდა. ლევანსაც გადაედო, რატომღაც 20 დღე ვიწექით ბოჭორიშვილის კლინიკაში. გაგვირთულდა ძალიან და ძალიან ბევრი გართულება დაგვიტოვა კოვიდმა, მაქვს მეხსიერების პრობლემა და სისუსტე.

როგორია, როცა ჟურნალისტი ხარ და თან პოლიტიკოსის ცოლიც?

არ არის მარტივი, თუმცა ახლა ისე დაემთხვა, რომ მე რომ გადაცემა დავიწყე, ის აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის. ჩვენ ზოგადად, ორივეს დამოუკიდებელი აზრი გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები