LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს ფოტო“ – უილ სმიტი სახალისო პოსტს ავრცელებს

69
Untitledhhh

მაისში, 52 წლის მსახიობი და მომღერალი, უილ სმიტი საზოგადოებას გამოუტყდა, რომ პანდემიის ფონზე წონაში საგრძნობლად მოიმატა და საშინელ ფიზიკურ ფორმაში იყო, თუმცა გულშემატკივრებს იმის პირობაც მისცა, რომ ის მალე ჩვეულ ფორას დაუბრუნდებოდა.

უილ სმიტი უკვე ფორმაშია – ვარსკვლავის ცეკვის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ამის შემდეგ სმიტი „ინსტაგრამზე“ აქტიურად დებდა ინტენსიური ვარჯიშის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს.

სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა ახალი ფოტო გაავრცელა და პოსტში იხუმრა კიდეც. ის ტრენაჟორზე ზის, ფეხებით ბურთი უჭირავს და საკმაოდ დაძაბული გამომეტყველება აქვს.

„ძალიან გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს ფოტო და არ დააფოტოშოპოთ ის“, – იხურა „მე ვარ ლეგენდას“ ვარსკვლავმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები