LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერ მამაკაცს ეამაყება, როცა გვერდით ლამაზი და შემდგარი ქალი უდგას და არასდროს ეჭვიანობს“ – ალექსანდრა პაიჭაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

32
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე, რომელმაც საკუთარ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. 

საიდან დაიწყო ყველაფერი?

ზოგი ვერ ხვდება საერთოდ, რას წარმოვადგენ და ვინ ვარ, ასეთებიც არსებობენ. ბოლო დროს უფრო ფოტო-მოდელი ვარ, ვიდრე მოდელი, ადრე „ფეშენ ვიკი“  მიყოლებით ტარდებოდა, ქართველ მოდელებს უამრავი საშუალება გვქონდა, ახლა კი თანამედროვე ტექნოლოგიებმა, სოც.ქსელმა მოიტანა ახალი ტენდენციები, ვგულისხმობ იმას, რომ გადავედი ინტერნეტსივრცეში და რამდენიმე ბრენდის ამბასადორიც ვარ.

ალექსანდრა, ვინ აღმოგაჩინა და რა იყო შენი პირველი წარმატება?

მამამ აღმომაჩინა, ის მე ხელს მუდამ მიწყობდა. ბევრ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, მამისგან დიდი მხარდაჭერა მახსოვს. ბოლო ტიტული იყო „მის სტუდენტური სახე“, ყველა უნივერსიტეტიდან გავიმარჯვე. ეს მოხდა მამის  გარდაცვალების შემდეგ, რაც ადრე სურდა, ის გავაკეთე, მე მის სურვილებს ახლაც მივყვები. ჩემი პირველი წარმატება მაშინ იყო, როცა წამყვანად ამარჩიეს. ვიყავი მუსიკალური ჩარტების წამყვანი „ჯიდიესში“, ეს იყო 2012, 13 და 14 წლები, როცა გუგუნი იყო და მაღალი ხელფასები.  შემდეგ დილის ეთერში, ფიტნესწამყვანად გადავედი. პარალელურად პრომო-გოგონაც ვიყავი, ღვინის გაყიდვებში. „გუდვილში“ ვიდექი და ღვინოს ვყიდდი. მე ამ ყველაფრიდან ბევრი ვისწავლე. შემდეგ სამორინეში მიმყავდა შოუ-პროგრამა, წაგებულ ადამიანებს ვახარებდი.

შენ ძალიან გულახდილი ხარ, ყველასთან ასეთი ხარ?

გულახდილობა ამ ცხოვრებაში ყოველთვის მომგებიანია. ამაზე სანდო ფაქტორი არ არსებობს. მუდამ მახსოვს, რომ ამ წარმატებაზე მუდამ ვოცნებობდი, ვარსკვლავური თავში ავარდნები არ მახასიათებს.

ალბათ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს…

ცხოვრებაში სამი ძირითადი ურთიერთობა მქონდა, გრძელდებოდა თითოეული 3 წელზე მეტი. თითოეული ურთიერთობის მადლობელი ვარ. ჩემს შეცდომებზე ვისწავლე. დავიხმარე ასევე თეორიული ცოდნაც. კარგმა ქალმა საკუთარი თავის ფასი იცის, სამყაროსგან ბონუსია, როდესაც შენს ცხოვრებაში მამაკაცი შემოდის და გეხმარება მეტს მიაღწიო. ქალებს ძირითადად გვინდა ვიგრძნოთ, რომ ძლიერი ადამიანი გვიდგას გვერდით. შემდგარ, ძლიერ მამაკაცს ეამაყება, როცა გვერდით ლამაზი და შემდგარი ქალი უდგას და არასდროს ეჭვიანობს. ჯანსაღი ამბიცია და სექსუალური ენერგეტიკა გვაცოცხლებს.

საკმაოდ თამამ ფოტოებს იღებ ხოლმე…

რატომაც არა, ძალიან მომწონს და მსიამოვნებს, როცა კარგ ფორმაში ვარ, ვაკეთებ კარგ ფულსაც.

რატომ არ გადიხარ უფრო დიდ მასშტაბებზე?

ისევ ჩემი ოჯახის და ჩემი შვილის, დემეტრეს გამო. რამდენჯერაც არ ვცადე, ბედისწერამ უკან მომატრიალა. თუმცა ყველაფერი წინ არის. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ცხოვრებით.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

ახლა დაიწყო „ევრო 2020“, ყოველ დღე მაქვს ჩაწერები, ვაკეთებ სპორტულ პროგნოზებს, ეს ჩაწერები დილაობით მაქვს, მანამდე მაკიაჟს ვიკეთებ, რომ კარგად გამოვიყურებოდე.

თუ გიგრძნია ქალისგან შური?

იცი რა არის? არ შეიძლება რიგითმა ადამიანმა სხვა ადამიანის ტოპ-მომენტებს შეადაროს თავი. სულ მინდა ხოლმე ვთქვა, რომ ყველას გვაქვს საშინელი პერიოდები. არ უნდა შეადარო შენი ცხოვრება სხვის ცხოვრებას.

ახლა გადავიდეთ ტელე-შოუზე „ქალები“…

სულ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის შოუ და რაც იქ ითქმება არ არის აქსიომა, არ არსებობს თემა, რაზეც არ ვღადაობთ, ცენზურა გვიკრძალავს ხოლმე ყველაფრის გაშვებას, გადაღებების პროცესი ბევრად საინტერესოა, სცენარი საერთოდ არ გვაქვს, მივყვებით იმპროვიზაციას, გაგვიკეთებია ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ვიტყვი პირდაპირ ეთერში. მე მინდა წარმოვაჩინო ქალი, რომელსაც სულ ცოტა ფეხზე კიდია სხვისი აზრი. გოგონებო ჩაიცვით მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი,  ჩაიცვით სხეულზე მომდგარი ტანისამოსი.

რა ხდება შენს პირადში?

როგორი ცხოვრებაც მინდოდა მქონოდა სულ, ასეთი პირადი ცხოვრება მაქვს ახლა. ვარ ბედნიერი ლაღი და მშვიდი.

შენი სამომავლო გეგმები გაგვიმხილე

ახლა ვარ მე გარდატეხის პერიოდში, მინდა ფსიქოლოგიის კუთხით გავაგრძელო სწავლა. მოდელობას კი არასდროს შევეშვები, ეს არის ჩემი ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები