LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთევეის განცხადებით, რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი მსახიობებს გადაღებზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს

451
safe-image

მსახიობმა ენ ჰეთევეიმ რეჟისორ, კროსტოფერ ნოლანთან მუშაობის შესახებ ისაუბრა და უცნობი დეტალებიც გაამხილა. მისი აზრით, ნოლანი მსახიობებთან ზედმეტად მომთხოვნია, თუმცა უამრავი შეზღუდვის მიუხედავად, ის საოცარ შედეგს აღწევს.

„თუკი გადასაღებ მოედანზე სკამები დგას, ის მათზე დაჯდომის უფლებას არ გვაძლევს. ის ფილმის ბიუჯეტს არასდროს აჭარბებს და გადაღებებს დათქმულ დროზე ადრე ასრულებს”, – განაცხადა ჰეთევეიმ გამოცემა Variety-თან ინტერვიუში.

თუმცა, კრისტოფერ ნოლანის წარმომადგენელმა, კელი ბუშმა, ენის ბრალდებები უარჰყო და განაცხადა, რომ რეჟისორი მსახიობებს გადაღებებზე მხოლოდ ტელეფონების გამოყენებასა  და სიგარეტის მოწევას უკრძალავს.

შეგახენებთ, ენ ჰეთვეი კრისტოფერ ნოლანთან ფილმზე, „შავი რაინდი” მუშაობდა. ენიმ უამრავი სახიფათო ილეთი თავად შეასრულა, ის ამ ფილმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები