LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფერი შენია“ – ჩარტების დაპყრობის შემდეგ არიანა გრანდე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს ავრცელებს

91
safe-image

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც არიანა გრანდემ და ლედი გაგამ ერთობლივი კომპოზიცია Rain on Me და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კოლაბორაციულმა ნამუშვარმა მსოფლიო ჩარტების დაპყრობა უკვე მოასწრო.

„2020 ზაფხულის ჰიტი“, „2020 წლის ამოჩემებული სიმღერა“, – წერენ არტისტების გულშემატკივრები, ხოლო მუსიკის კრიტიკოსები სინგლს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

პრემიერის შემდეგ 26 წლის არიან გრანდემ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც კლიპში გამოყენებული კოსტიუმით პოზირებს.

„ეს ფერი შენია“ – წერენ სოციალურ ქსელში და მომღერალს დიდ წარმატებებს უსურვებენ.

შეგახსენებთ, დღეს, 29 მაისს ლედი გაგს ალბომის  Chromatica პრემიერა შედგება.

https://www.instagram.com/p/CAtQOJVFoVY/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები