ინტერნეტში „ფეისბუქის“ 257 ათასი მომხარებლის ინფორმაცია „დაიჰაკა“, ხოლო 81 ათასი ექაუნთის პირადი მიმოწერაც კი გასაჯაროვდა.

ინტერნეტში „ფეისბუქის“ 257 ათასი მომხარებლის ინფორმაცია „დაიჰაკა“, ხოლო 81 ათასი ექაუნთის პირადი მიმოწერაც კი გასაჯაროვდა. ჰაკერები, რომლებმაც ეს მოიპოვეს და გაასაჯაროვეს, ამტკიცებენ, რომ მათ 120 მილიონი ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

როგორც კიბერთავდამსხმელებმა BBC-ის რუსულ ბიუროს აცნობეს, მათ 120 მილიონი მომხმარებლის ანგარიშებიდან აქვთ ინფორმაცია მოპარული, რომელთა გაყიდვასაც აპირებენ.

“ფეისბუქში” აცხადებენ, რომ მისი სისტემების უსაფრთხოება არ დარღვეულა და მომხმარებლების დასაცავად კონკრეტული ზომები უკვე მიიღო.

BBC-ის ცნობით, დაზარალებული მომხმარებლების უმრავლესობა უკრაინიდან და რუსეთიდან არიან.

ტეგები: BBC|facebook|ჰაკერები
კატეგორიები: Hi Tech