LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანებს შანსი ეძლევათ „მეგობრების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდნენ

120
file-20190731181434

გასაოცარი ინფორმაცია სერიალ „მეგობრების“ თაყვანისმცემლებისთვის, ფანებს შანსი ეძლევათ „მეგობრების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ გასულ თვეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალი ეპიზოდის პრემიერა გადაიდო, თუმცა, HBO Max სანაცვლოდ ფანებს საოცარი შანსს აძლევს, ამ პროექტის მონაწილეები თავადაც გახდნენ.

ამის შესახებ ჯენიფერ ენისტონმა ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. თუ საქველმოქმედო ორგანიზაციაში თანხას გადარიცხავთ, შესაძლებლობა გეძლევათ ის რჩეული გახდეთ, რომელიც ყველასათვის საყვარელ ხუთ მეგობართან ერთად ახალი, სპეციალური ეპიზოდის ჩაწერას დაესწრება.

ამ კამპანიით შეგროვებული თანხა კი კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდება.

https://www.instagram.com/p/B_QCQutjW_Y/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები