LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფეისბუქი” ,,მესენჯერს”, ,,ინსტაგრამსა” და WhatsApp-ს გააერთიანებას

methode_times_prod_web_bin_9413fe76-20b4-11e9-bcfa-eb6ef536f22f

გავრცელებული ინფორმაციით, ,,ფეისბუქი” ,,მესენჯერის”, ,,ინსტაგრამისა” და WhatsApp-ის გაერთიანებას გეგმავს. საინტერესოა, რომ იმ ფონზე, როცა სოციალური ქსელის საკომუნიკაციო სერვისები ტექნიკურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აპლიკაციებია, გაერთიანების შემდეგ, ერთმანეთის ტექსტური შეტყობინებები სამივე მათგანში გამოჩნდება.

ამასთან, სამი სერვისის გაერთიანებით, ,,ფეისბუქის” მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კომუნიკაცია WhatsApp-ის მომხმარებელთან დაამყაროს. ასევე ,,ინსტაგრამის” ექაუნთის მფლობელი შეძლებს შეტყობინება მისწეროს ,,ფეისბუქ მესენჯერის” ანგარიშის მფლობელს.

ცნობილია, რომ ახალი გეგმა ,,ფეისბუქის” დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები