LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქის“ საშუალებით GIF-გამოსახულებების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ

95

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ მობილურ ვერსიაში ახალი ფუნქცია დაამატა. ამიერიდან, კამერის საშუალებით GIF-გამოსახულებების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ.

ამისთვის საჭიროა, ფეისბუქის კამერა ჩართოთ და მარჯვენა მხარეს გადაიღოთ. ანიმაციაზე შესაძლებელია იგივე ეფექტებისა და ჩარჩოების გაკეთება, რაც ჩვეულებრივ ფოტოებზე. ამ ეტაპზე სიახლე მხოლოდ iOS-მოწყობილობებისთვის არის განკუთვნილი. ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის გამოჩნდება ის Android-ებზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ფეისბუქმა“ აპლიკაციას ფუნქცია „იპოვე უფასო Wi-Fi“ დაუმატა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები