ამ დღეებში, ამერიკელმა შემსრულებელმა მეგობარი ბიჭის მხარდასაჭერად, ,,ინსტაგრამზე” იმ ფილმის თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც ელვინი მონაწილეობს.

,,ფენომენალური ,,საყვარელი”, რომლის პრემიერა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ხვალ გაიმართება”, – დაწერა ტეილორმა და პოსტზე ჯო მონიშნა.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს, სვიფტის დიდი ხნის მეგობარი, ემა სტოუნი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მუსიკოსის პირადი ცხოვრებიდან ცნობილია არაერთი საყვარულის ისტორია, მათ შორის კი რომანები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც: ჯო ჯონასი, ტეილორ ლოტნერი, ჯონ მეიერი, ჯეიკ ჯილენჰოლი, ჰარი სტაილზი, კელვინ ჰარისი და ტომ ჰიდლსტონი არიან.

ტეგები: ტეილორ სვიფტი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები