პოპულარული პოდკასტის, Origins შემქნელმა აღიარა, რომ კინოსურათის ახალ ეპიზოდში კერი ბრედშოუს ცხოვრების მთავარი მამაკაცი, მისტერ ბიგი უნდა მომკვდარიყო.

საინტერესოა, რომ ახლახან ქსელში სცენარის ის ნაწილი გავრცელდა, სადაც სამანტა ჯონსისა და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის შვილის რომანზეა საუბარი.

ირკვევა, რომ კიმ კეტროლის პერსონაჟს ურთიერთობა 14 წლის ბრედთან უნდა ჰქონოდა, რომელიც  მირანდას ვაჟია. სიუჟეტის მიხედვით, მოზარდს სამანტა უყვარდება და მასთან შიშველი ფოტოების გაგზავნას იწყებს. ინსაიდერის თქმით, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც 62 წლის მსახიობმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სამანტას როლი კიმ კეტროლმა ფილმის ორ ნაწილსა და სერიალის ექვს სეზონში ითამაშა.

ტეგები: სექსი დიდ ქალაქში
კატეგორიები: შოუბიზნესი