LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 42 წლის ნიკოლ შერზინგერმა პროექტში „მომღერალი ნიღაბი“ ალისფერი ორეულით გაიბრწყინა

163
41485980-0-image-a-4-1617864100336

მთელი ზამთარი, Pussycat Dolls-ის ფრონტმენმა, ნიკოლ შერზინგერმა მოგზაურობაში გაატარა. ის და მისი რჩეული  ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე ნებივრობდნენ.

42 წლის ნიკოლ შერზინგერის ცხელი ფოტოები იისფერ ბიკინიში

თუმცა ახლა ნიკოლი მშობლიურ ნიუ-იორკს დაუბრუნდა, მას მნიშვნელოვანი მისისა აკისრია. ვარსკვლავი მუსიკალური პროექტის, „მომღერალი ნიღაბში“ მენტორია. გასულ თვეს, მე-5 სეზონის პრემიერაზე ნიკოლმა საზოგადოება შოკში ჩააგდო და საოცარი ლუქით გამოჩნდა. მას ,,ჯულიენ მაკდონალდსის“ გრძელი, კლასიკური მბზინავი კაბა ეცვა.

ფოტო: 42 წლის ნიკოლ შერზინგერი ჯულიენ მაკდონალდსის იისფერი კაბით ბრწყინავს

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლის ახალმა „ლუქმა“ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. მან ალისფერი ორეული მოირგო, რომელსაც ამავე ფერის მაღალყელიანი ხელთათმანი და ექსტრავაგანტული ვარცხნილობა შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები