როგორც ცნობილია, ვარსკვლავურმა წყვილმა, ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ჯვარი ფრანგულ ვილაში, „შატო მირაველში“ 2014 წელს დაიწერეს. ისინი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ფარგულ ღვინოს. განქორწინების შემდეგ კი აღნიშნული ბიზნესი სადავო გახდა.

როდესაც გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტმა თავისი ახალი რჩეული, ნიკოლ პოტურალკსი  ვილაში წაიყვანა, ტაბლოიდების ცნობით, ანჯელინას გაცეცხლებას საზღვარი არ ჰქონდა.

„ენჯი გაცეცხლებულია, ბრედმა ახალი შეყვარებული იქ წაიყვანა, სადაც მათ იქორწინეს“ – ახალი დეტალები

ახლა ბრედი ღვინის ახალი სახეობის, Miraval Rosé vintage-ის გამოშვებას გეგმავს. ის აშშ-ში გაყიდვაში თებერვლიდან ჩაეშვება.

თქვენს წინაშეა 57 წლის ბრედ პიტი, რომელიც საკუთარი წარმოების ღვინოს საკმაოდ შთამბეჭდავად უწევს პოპულარიზაციას.

მანამ, სანამ ანჯელინა გაცეცხლებული იყო ყოფილ მეუღლზე, ბრედი ქუდში, მზის სათვალეში და სვიტერში ღვინის ბოთლით ხელში მზეს ეფიცხებოდა.

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები