LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი ალბომი და ტანისამოსის კოლექცია – ბილი აილიში სიახლეებით ბრუნდება

144
39726214-0-image-a-4-1614193358990

სულ მალე „გრემის“ ჯილდოს ხუთგზის მფლობელი მუსიკოსის, 19 წლის ბილი აილიშის შესახებ დოკუმენტურ ფილმს, „სამყარო ცოტა გაცრეცილია“ ვიხილათ. პრემიერა Apple TV-ის ეთერში შედგება.

ახლა კი კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ჩანს, არტისტმა პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და თვითიზოლაციის დროს ალბომი შექმნა.

სტივენ კოლბერტთან, „გვიან შოუში“ ვარსკვლავმა ისიც განაცხადა, რომ სულ მალე ტანისამოსის ახალ კოლექციას გამოუშვებს.

„რომ არა Covid-19, ალბათ ალბომს საერთოდ ვერ შევქმნიდი“, – აცხადებს არტისტი.

შეგახსენებთ, მომღერალმა ბოლო ორ წელში სულ 4 სიმღერა გაავრცელა. მისი ბოლო ჩანაწერი როზალიასთან დუეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები