LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ურთიერთობის გართულების შემდეგ პირველად გამოჩნდა

263
safe-image

გასულ თვეს, ანჯელინა ჯოლისა და მისი ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის ურთიერთობა მოგვარდა, თუმცა, პიტის ახალმა რომანმა ყველაფერი გააფუჭა. ტაბლოიდების ცნობით, ანჯელინა გაცეცხლებულია იმის გამოს, რომ პიტმა ნიკოლ პოტურალსკი  საფრანგეთში, მათ საერთო საცხოვრებელ კომპლექსში,  „შატო მირაველში“ წაიყვანა, აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ დაქორწინდა წყვილი 2014 წელს.

„ენჯი გაცეცხლებულია, ბრედმა ახალი შეყვარებული იქ წაიყვანა, სადაც მათ იქორწინეს“ – ახალი დეტალები

სულ ცოტა ხნის წინ, აღნიშნული სკანდალის შემდეგ, ჯოლი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა, მრავალშვილიანი დედა  შვილებთან – 15 წლის ზაჰარასთან, 14 წლის შაილოსა და 12 წლის ვივიენთან ერთად სავაჭრო ცენტრში, სათამაშოების მაღაზიას ესტუმრა. ენჯის შავი მაისური და შარვალი ეცვა, „ლუქს“ კი ამავე ფერის პირბადე ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები