LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანჯელინა ჯოლი და ტომ ჰარდი ერთად გადასაღებ მოედანზე – ახალი რომანი?

1133
page

როგორც ცნობილია, 45 წლის ანჯელინა ჯოლი მალე საზოგადოებას ახალ ბიოგრფაიულ ფილმს წარუდგენს, რომელიც ცნობილი ბრიტანელი სამხედრო ფოტორეპორტიორის, დონალდ მაკკალინის ცხოვრების შესახებ მოგვითრობს. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლისთვის ჯოლიმ 43 წლის მსახიობი, ჰოლივუის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად აღიარებული ტომ ჰარდი შეარჩია. ფილმის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კიდევ ერთ დეტალი გახმაურდა, ტომ ჰარდი ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფილმის თანაპროდიუსერიც იქნება.

ინფორმაციის გაჟღერებისთანავე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მსახიობებს უკვე აწყვილებენ და მათ რომანს უწინასწარმეტყველებენ.

„ახალი ჰოლივუდური წყვილი“, „ერთმანეთს საოცრად უხდებიან“, „გადასაღებ მოედანზე ცეცხლს დაატრიალებენ?!“ – წერენ მსახიობების თაყვანისმცემლები .

შეგახსენებთ, ცნობილი ჰოლივუდური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო. მათი რომანი ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ დროს გაჩაღდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები