LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დემი მურმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

240
safe-image (1)

57 წლის მსახიობმა, დემი მურმა NBC-ის ტელეშოუსთვის Brave New World იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. მსახიობმა თმა ქერად შეიღება, ვარსკვლავმა თავისი ახალი ტელე გმირი ლინდა საზოგადოებას „ინსტაგრამის“ საშუალებით გააცნო.

„შენი ქერა თმა ჩემთვის სიახლეა“, – დაუკომენტარა ფოტოზე ქალიშვილმა, თალულა უილისმა.

ცნობისთვის, ახალს სერიალში მური მთავარი გმირის დედის როლს ასრულებს.

რამდენიმე დღის წინ დემიმ სახლში ავეჯი გაადაადგილა, ამის შესახებ კი სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა. როგორც გაირკვა აღნიშნული იდეა, მურის ყოფილ მეუღლეს, ბრიუს უილისს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, მური და უილისი განქორწინების შემდეგ ახლო, მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, კარანტინის პერიოდი ბრიუსმა დემის სახლში გაატარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები