LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ირინა შეიკის ქალიშვილისა და პატარა ლეკვის ემოციური შეხვედრა ნიუ-იორკის ქუჩებში

197
safe-image

34 წლის მოდელის, ირინა შეიკის 45 წლის მსახიობის, ბრედლი კუპერის ქალიშვილი ლეა, პაპარაცებისთვის „გემრიელი ლუკმაა“. მას ხან დედა ასეირნებს, ხანაც მამა. გოგონა პაპარაცების ყურადღებას ძალიან ხშირად იქცევს.

ფოტო: ფეხშიშველი ლეა და „წლის საუკეთესო მამა“ ნიუ-იორკის ქუჩებში

ამჯერად ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში დედასთან ერთად დააფიქსირეს. შეიკი ქალიშვილს საბავშვო ეტლით ასეირნებდა. უეცრად გოგონასთან პატარა ძაღლი მივიდა და მას თამაში დაუწყო. გოგონასა და ძაღლის თამაში საოცრად ემციურ სანახაობად იქცა, ლეა მას ეფერებოდა და უცინოდა. ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა.

„რა ემოციური სანახაობაა“, „რა საყვარლები არიან“, – წერენ კომენტარებში.

რაც შეეხება ვარსკვლავური დედა-შვილის ჩაცმულობას. ლეას წითელი კაბა ეცვა, შეიკი კი შავ-თეთრ ფერებში გადაწყეტილ მოკლე კაბაში იყო წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები