LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ეკრანზე 19 წლის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ

445
page

სულ ცოტა ხნის წინ, მოხდა ის, რასაც 51 წლის ჯენიფერ ენისტონისა და 56 წლის ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მრავალი წელია ელოდნენ. ყოფილი მეუღლეები ეკრანზე 19 წლის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ. მათ მონაწილეობა ონლაინ გადაცემაში მიიღეს და საზოგადეობის აღფრთოვანებაც დაიმსახურეს. მათთან ერთად გადაცემაში  ჯულია რობერტსი, შონ პენი, მეთიუ მაკკონაჰი და სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, უკანასკნელად წყვილი ეკრანებზე 2001 წელს მოხვდა, როდესაც პიტმა მონაწილეობა „მეგობრების“ ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო. წლის დასაწყისში კი, როდესაც ენისტონმა Actors Guild Awards-ზე სერიალისთვის „დილის შოუ“ ჯილდო მიიღო და წითლ ხალიჩაზე ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა გაიარა, პიტმა აღფრთოვანება ვერ დამალა, „ვაუ“- წარმოთქვა თვალებგაბრწყინებულმა ბრედმა ყოფილი მეუღლის დანახვაზე, თუმცა ეს ყველაფერი როდია, ექს-მეუღლეები კულისებში გადაეკვეთნენ ერთმანეთს – თვალებით კონტაქტი, ხელზე ნაზი შეხება, ჩახუტება, კოცნა და გულწრფელი ემოციები – ტაბლოიდებისთვის საოცრად გემრიელი მასალა და კადრები, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა.

მომენტი, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა - ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კულისებში

თვალებით კონტაქტი, ხელზე ნაზი შეხება, ჩახუტება, კოცნა და გულწრფელი ემოციები - ტაბლოიდებისთვის საოცრად გემრიელი მასალა და კადრები, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები