LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესს ახალ მძაფრსიუჟეტიან კომედიაში პარტნიორობას არმი ჰამერი გაუწევს

217
safe-image

Lionsgate ახალ მძაფრსიუჟეტიან კომედიას Shotgun Wedding იღებს. მასში მონაწილოებას 51 წლის ჯენიფერ ლოპესი მიიღებს, რომელსაც პარტნიორობას 34 წლის მსახიობი არმი ჰამერი გაუწევს.

ფილმის სიუჟეტი წყვილის ირგვლივ ვითარდება. მათი ქორწილის დროს სტუმრებს მძევლებად აიყვანენ. ისინი იძულებულნი გახდებიან გეგმა შეიმუშაონ, რათა ახლობლები გადაარჩინონ.

ფილმის რეჟისრი ჯეისონ მური იქნება, ასევე აღსანიშნავია, რომ  ერთ-ერთ პროდიუსერად რაიან რეინოლდსი მოგვევლინება. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები