LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯონ ბონ ჯოვის სასახლე 20 მილიონ დოლარად იყიდება

175
kTKZW9UV39cjogxvtdxT

6 საძინებელი, 7 სააბაზანო ოთახი, ბარი, საცურაო აუზი, სარეკრეაციო ზონა და მდინარე ნავესინკის სანაპიროს 137კვ.მ მონაკვეთი, – ეს ჯონ ბონ ჯოვის ფრანგული სტილის სასახლეა, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა, რობერტ ეიემ სტერნმა 1999 წელს, ექსკლუზიურად როკ-მომღერლისთვის ააშენა.

აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც ნიუ-ჯერსის შატატში მდებარეობს, მომღერალი, მსახიობი და სახელგანთქმული ქველმოქმედი, 20 მილიონ დოლარად ყიდის.

სახლის გაყიდვა არტისტს, რომელშიც მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, ჯერ კიდევ 2017 წელს უნდოდა, თუმცა, გასაყიდად საჯაროდ მხოლოდ ახლა გამოიტანა.

ვნახოთ, თუ ვინ იქნება 1672 კვ.მ ფართობის მქონე სასახლის ახალი მეპატრონე, მანამდე კი შევაფასოთ როკ-ვარსკვლავის გემოვნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები