LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიანუ რივზი შეყვარებულთან ერთად ბერლინის აეროპორტში გადაიღეს

155
safe-image

როგორც ცნობილია, „მატრიცა 4“– ის გადაღებები განახლდა. კიანუ რივზი კოლეგებთან ერთად გერმანიაში იმყოფება. მსახიობი ბერლინის აეროპორტში, შეყვარებულთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად შენიშნეს. 55 წლის მსახიობი და 47 წლის მხატვარი ერთად ბედნიერად გამოიყურებოდნენ, ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ და გამუდმებით იღიმებოდნენ.

სხვათა შორის, წყვილი ერთად საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი გასულ წელს გახდა. ალექსანდრა გრანტი არაერთხელ გააკრიტიკეს გარეგნობის გამო, თავიდან ის ყველას 74 წლის ჰელენ მირენი ეგონა.

შემდეგ ინფორმაცია გავარცელდა, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა, თუმცა, აღნიშნული ჭორი არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

რაც შეეხება „მატრიცა 4“- ს, ის როგორც ყველა კინოპროექტი, კორონავირუსის გამო  დაპაუზდა. თუმცა, გადაღებები უკვე განახლდა, საკულტო ფილმის მე-4 ნაწილს 2021 წელს ვიხილავთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები