LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კვლავ ერთად – შეიკი-კუპერის ულამაზესი ოჯახი ნიუ-იორკის ქეჩებს იპყრობს

1379
page

35 წლის მოდელის, ირინა შეიკისა და მისი ყოფილი ქმრის, 46 წლის მსახიობის, ბრედლი კუპერის განქორწინებიდან 2 წელი გავიდა. ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და 3 წლის ქალიშვილს, ლეას ერთობლივად ზრდიან. რამდენიმე დღის წინ, წყვილი ერთად გადაიღეს, ისინი ქალიშვილს ასეირნებდნენ.

ფოტო: ოჯახური ვოიაჟი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილს ერთად ასეირნებენ

როგორც ჩანს ოჯახური ვოიაჟები ბრედლისა და ირინას უკვე ტრადიციად ექცათ, ჯერჯერობით უცნობია, ატარებს თუ არა ხშირი შეხვედრები რაიმე რომანტიკულ ხასიათს, თუმცა ფაქტია, ისინი ერთმანეთს საოცრად უხდებიან.

ამჯერად ირინამ კლასიკურ „ლუქს“ მიანიჭა უპირატესობა და ლურჯი ორეული მოიხდინა, რომელსაც ოქროსფერი ზოლები ამშვენებდა, აღნიშნულ იმიჯს კი მოდელმა მასიური ფეხსაცმელი შეუხამა.

რაც შეეხება ვარსკვლავური წყვილის 3 წლის ქალიშვილ ლეას, გოგონას ლეოპარდის პრინტიანი კაბა და ფეხსაცმელი ამშვენებდა.

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 3 წლის ქალიშვილს რუსული ენის კურსებზე ატარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები