LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მონიკა ბელუჩი კოპლებიან კაბაში შეუდარებელია

634
monica bellucci

ზაფხულის უკანასკნელ თვეს მონიკა ბელუჩი საბერძნეთში ატარებს. 55 წლის მსახიობი პაპარაცებმა სავახშმოდ მიმავალი დააფიქსირეს. მან არჩევანი გრძელ, მხრებზე მოშიშვლებულ, კოპლებიან კაბაზე შეაჩერა და იდეალურ ფორმაში იყო.

გასულ თვეს, სიცილიის აღმოსავლეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ტაორმინაში კინოფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების საპატიო სტუმარი 55 წლის მონიკა ბელუჩი გახდა. კინოფესტივალზე აჩვენეს ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი „ერთგულება“, რომელიც ლეგენდარული იტალიური დუეტისდოლჩე და გაბანას“ საქმიანობას ეძღვნება. მონიკა როგორც ბრენდის მუზა ფესტივალს სტუმრის ამპლუაში დაესწრო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები