LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი ჟურნალის გარეკანზე

637
page

მიმდინარე წელი, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 16 წლის ქალიშვილისთვის, დევა კასელისთვის საოცრად წარმატებული გამოდგა. დევამ არაერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილოება და დედის მსგავსად, „დოლჩე და გაბანას“ სახეც გახდა.

ახლა კი გოგონა სამოდელო ინდუსტრიაში მორიგ, წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. 16 წლის დევა ჟურნალის გარეკანზე პირველად მოხვდა. მან ფრანგული Elle-ს შემოდგომის ნომერი დაამშვენა. შავი პერანაგი თეთრი კოპლებით, კორსეტი და ასევე, ხავერდის კლასიკური კაბა – მან „დოლჩე და გაბანას“ საოცრად ელეგანტური „ლუქი“ მოირგო.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის წინ, მონიკა ბელუჩიც პირველად მოხვდა ფრანგული Elle-ის  გარეკანზე, მაშინ მსახიობი 23 წლის იყო. ქალიშვილის წარმატებულ დებიუტს მონიკა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

„დიდი ხნის წინ შენ პატარა გოგონა იყავი, დრო სწრაფად მიქრის, დაე ცხოვრება გაგიფრთხილდეს, ჩემო სიყვარულო“, – დაწერა ამაყმა დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები