LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკოლ კიდმანმა ჰიუ გრანტს სამსახიობო კარიერიდან წასვლის გადაწყვეტილება შეაცვლევინა

343
safe-image

როგორც ცნობილია, 20 ოქტომბერს HBO -ს ახალი მინი-სერიალის, „გაუქმება“ (The Undoing)  პრემიერა შედგება, სადაც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი ასრულებენ. სატელევიზიო დრამაში ისინი ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ.

53 წლის ნიკოლ კიდმანმა სერიალის შესახებ The Sunday Telegraph-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰიუ გრანტს არ სურდა სერიალში მონაწილეობის მიღება, რადგან 60 წლის მსახიობი სამსახიობო კარიერიდან წასვლას აპირებდა, თუმცა, ნიკოლმა ის გადაარწმუნა.

„ის სულ ამბობს ხოლმე, რომ არ სურს და არ უყვარს მუშაობა, თუმცა, როდესაც ის იწყებს, მისი გაჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკოლმა და დაამატა, რომ საოცრად ბედნიერია იმის გამო, რომ საბოლოოდ ჰიუ დაითანხმა.

შეგახსენებთ, ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრატი ახლო მეგობრები არიან. 9 სექტემბერს,  გრანტს 60 წელი შეუსრულდა, კიდმანმა ჰიუს სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და ფოტოც გაავრცელა. „დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სატელევიზიო მეუღლევ“, – დაწერა ნიკოლმა „ინსტაგრამზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები