LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქეით მოსმა საიუველირო კოლექცია წარადგინა

284
page

გასულ წელს, მოდელი, ქეით მოსი Messika Lucky Move-ის სახე გახდა, თუმცა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე იუველირი თავად გახდებოდა. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მოსმა საიუველირო ბრენდ Messika-თან ერთად, ერთობლივი კოლექცია შექმნა, აღსანიშნავია, რომ სამკაულების დიზაინი თავად ქეითს ეკუთვნის.

სამკაულები ოქროსია და ბრილინტებითაა გაწყობილი. აღსანიშნავია, რომ კოლექციაში  საკმაოდ დახვეწილი და რთული დიზაინის სამკაულებია  წარმოდგენილი. ბეჭედი, ხელისა და ფეხის სამაჯური, ყელსაბამი და საყურე  – აღნიშნული კოლექცია 20-იანი წლებისა და თანამედროვე ავანგარდული სტილის შთაგონებითაა შექმნილი.

შთამბეჭდავია კოლექციის საპრეზენტაციო ფოტოსესიაც, საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულები 46 წლის ქეითმა თავად მოირგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები