LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება 90-იანი წლების ვარსკვლავი ალისია სილვერსთოუნი

1249
alisiasilverstonenewsjune555

43 წლის ალისია სილვერსთოუნი პაპარაცებმა ამჯერად ჰოლივუდში გადაიღეს. 90-იანი წლების ვარსკვლავი მაისურში, შორტებსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი. 40 წელს გადაცილებული მსახიობი საოცრად შეცვლილია და მას პრაქტიკულად ვეღარ იცნობთ. ბოლო დროს ალისია სილვერსთოუნი ნიუ-ორკში იმყოფებოდა და პანდემიის პერიოდი, კარანტინში 9 წლის ვაჟთან ერთად გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ალისია სილვერსთოუნი მსოფლიომ 90-იან წლებში, ჯგუფ Aerosmith-ის კლიპებიდან გაიცნო. ფოტომოდელი და მსახიობი მალევე ფილმებში გამოჩნდა და ტელეეკრანზე რამოდენიმე დასამახსოვრებელი პერსონაჟიც შექმნა. ბოლო ფილმი, „წმინდა ირმის მკვლელობა“, ალისია სილვერსთოუნის მონაწილეობოთ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები