LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სავახშმოდ მიმავალი ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს

322
safe-image

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ნიუ-იორკის პოპულარულ რესტორანში Cipriani სავახშმოდ გაემართნენ. გზაში კი წყვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.

51 წლის ჯეი ლო შესანიშნავ ფორმაში იყო, მას თეთრი, მოკლე კაბა ეცვა, რომელზეც ფერადი ყვავილები იყო ამოქარგული. ლუქს „ვალენტინოს“  კრემისფერი ჩანთა ასრლულებდა, რომელიც ვარსკვლავს მხარზე ჰქონდა გადაკიდებული.

შეგახსენებთ,  51 წლის პოპ-ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და 44 წლის ალექს როდრიგესი დაქორწინებას გეგმავენ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ქორწილი გადადეს.

ინსაიდერების თქმით, როგორც კი პანდემია გადაივლის, წყვილი ქორწილს იტალიაში გადაიხდის. ჯენიფერ ლოპესს არ სურს პომპეზური ქორწილის გადახდა, ის აპირებს ცერემონია ნათესავების ვიწრო წრეში გადაიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები