LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტრენდული კრემისფერი „თრენჩი“ და შავი შარვალი – ანჯელინა ჯოლი საყიდლებზე გადაიღეს

419
41107534-0-image-a-113-1617076323922

ბოლო პერიოდში, სკანდალური ბრალდებების ფონზე, ანჯელინა ჯოლი საზოგადოების წინაშე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.

რამდენიმე დღის წინ 45 წლის ჯოლი 14 წლის ქალიშვილთან, შაილოსთან ერთად გამოჩნდა.

ფოტო: ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ პირველად გამოჩნდა

ახლახანს კი ანჯელინა 12 წლის ვივიენთან ერთად საყიდლებზე გადაიღეს.  ვარსკვლავური დედა-შვილი საკვები პროდუქტების საყიდლად იმყოფებოდა.

როგორც ყოველთვის მსახიობის „ლუქი“ დახვეწილი იყო. ანჯელინას ბოლო დროის ყველაზე ტრენდულ „თრენჩად“  წოდებული კრემისფერი პალტო ეცვა, რომელსაც შავი, ღია ფეხსაცმელი და ამავე ფერის შარვალი შეუხამა.

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლიმ  ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზადაა ბრედის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს. ამას შემდეგ წყვილის 19 წლის ვაჟმა, მედოქსმა მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და პიტის გვარზე უარი განაცხადა.

სიყვარულიდან ომამდე – რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს ძალადობის ბრალდებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები