LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვარსკვლავები, რომლებმაც ერთი და იგივე კაბა რამდენჯერმე მოირგეს

222
page

ვარსკვლავები მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. მცირეოდენი დეტალიც კი არ რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა. ეს ფაქტი კი მათ აიძულებთ, მუდმივად ფორმაში იყვნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წითელ ხალიჩასა და საჯარო ღონისძიებებს ეხება. ერთი და იგივე კაბით გამოჩენა ცუდ ტონადაა მიჩნეული, თუმცა არსებობენ ვარსკვლავები, რომელთათვისაც აღნიშნული დოგმა უბრალოდ მიუღებელია.

გთავაზობთ 7 ვარსკვლავს, რომლებმაც ერთი და იგივე კაბა რამდენჯერმე მოირგეს

 

პირველად „შავმა პანტერამ“ „ვერსაჩეს“ ვერცხლისფერი კაბა 1998 წელს მოირგო, „ლუქი“ კი 17 წლის შემდეგ, 2015 წელს გაიმეორა. ცვლილება არც კაბას და არც მის მფლობელს, ნაომი კემპბელს ეტყობოდა. 

შავი მუდამ ელეგანტურია – განსაკუთრებით კი ის ლეგედარულ იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს შვენის. ვარსკვლავმა შავი კაბა პირველად „ოქროს გლობუსის“ 67-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მოირგო, შემდეგ კი იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილეზე.

სიუზან სარანდონმა უცნაური პრინტიანი კაბა 2 წლის სხვაობით მოირგო. 

როგორც ჩანს ,ჰელენ მირენს  „დოლჩე და გაბანას“ მწვანე ყვავილებიანი კაბა საოცრად უყვარს, მსახიობმა ის 4-ჯერ ჩაიცვა.

სამჯერ მოირგო წითელი ატლასის კაბა ჰელენა ბონემ კარტერმა. პირველად აღნიშნული „ლუქით“ მსახიობი ფილმის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერაზე გამოჩნდა.

კრისტენ დანსტმა  Christian Lacroix-ის კაბა 2004 წელს, „ოსკარების“ დაჯილოებაზე მოირგო, 13 წლის შემდეგ კი აღნიშნუი კაბით „პარიზის ნოდის კვირეულზე“ გამოჩნდა, თანაც უკვე შევსებული მკერდით. 

კირა ნაიტლიმ ქორწილში „შანელის“ თეთრი, ჰაეროვანი კაბა მოირგო, თუმცა მას ვერც მერე შეელია.