Spotify-მ ახალი შოუ დაიწყო, – „დაბადებულები ამერიკაში“, – ასე ჰქვია გადაცემას, რომელსაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი, ბრიუს სპრინგსტინი გაუძღვებიან.

ისინი ერთობლივ გადაცემაში თავიანთი ცხოვრებისა და მუსიკის შესახებ ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სერია უკვე გავრცელდა, გადაცემათა ციკლი 8 სერიას მოიცავს.

ცნობისთვის, არც აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი და მწერალი მიშელ ობამაა მედია აქტიურობის გარეშე, მან „

ნეტფლიქსთან“ ერთად ახალი საბავშვო შოუ Waffles + Mochi, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის ჯანსაღი საკვებისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები