LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ააშენებენ

51
page

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ააშენებენ. პროექტს Blue Abyss (ლურჯი უფსკრული) ჰქვია და მისი ღირებულება 211 მილიონი დოლარს შეადგენს. აუზის სიღრმე 50 მეტრი, სიგანე 40, სიგრძე კი ასევე 50 მეტრი იქნება. ის 42 მილიონ ლიტრს წყალს დაიტევს, რაც 17 ოლიმპიური აუზის მოცულობის ტოლია.

ყველაზე ღრმა აუზში უახლეს ტექნოლოგიებს გატესტავენ, მათ შორის რობოტექნიკასაც. აღსანიშნავია რომ ახალ პროექტზე 160 ადამიანი დასაქმდება და ის დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ყოველწლიურად 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შემატებს. აუზი 2023 წელს იქნება მზად.

უფრო მეტი ტექნოლოგიური სიახლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები