LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაღებები კარანტინის დროს – პედრო ალმადოვარი ტილდა სუინტონის მონაწილეობით ფილმს იღებს

182
page

ლეგენდარული რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ძმამ,  აგუსტინ ალმოდოვარმა ,,ტვიტერზე” ფოტო გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ პედრომ ოსკაროსანი ტილდა სუინტონის მონაწილეობით ფილმის გადაღებები დაიწყო. ცნობისთვის, ალმადოვარისთვის ეს პირველი ინგლისურენოვანი ფილმი იქნება.

ფილმი ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს ერთმოქმედებიანი პიესის The Human Voice მიხედვით იქნება გადაიღებული. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე 70 წლის რეჟისორსა და 59 წლის მსახიობს კორონავირუსისგან დამცავი პირბადე და ფარი უკეთიათ, როგორც ჩანს,  გადაღებები ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები