LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტე, პატივი გცეთ და ონლაინ კონცერტი არ გავმართო“ –  ჯეიმს ბლანტის პროტესტი

89
james-blunt-niets-op-mijn-nieuwe-plaat-doet-onder-voor-youre-beautiful

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ინტერნეტსამყარო  უამრავი ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელვან საკომუნიკაციო სივრცედ იქცა. ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ, თუ როგორ ატარებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანი თვითიზოლაციის პერიოდს. კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავი ცნობილი მუსიკალური არტისტი საზოგადოებას ონლაინ პერფორმანსებს სთავაზობს. 29 მარტს კი მსოფლის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ონლაინ საველმოქმედო კონცერტიც ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ისეთი ლეგენდარული არტისტები მიიღებენ, როგორებიც ელტონ ჯონი, ალიშა ქისი, მერაია ქერი და სხვები არიან.

29 მარტს პირველი ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ კონცერტი

თუმცა, გამოჩნდა ისეთი ვარსკვლავებიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოების  უპატივცემულობაა.

ერთ-ერთი ასეთი არტისტი, ჯეიმს ბლანტია, რომელმაც პროტესტისთვის „ტვიტერს“ მიმართა და საზოგადოებას განუცხადა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ონლაინ კონცერტს არ გაუმართავს.

„თვითიზოლაციის დროს, უამრავი ხელოვანი მართავს კონცერტს სახლიდან, გადავწყვიტე, პატივი გცეთ და მე არ გავმართო.“- წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი ნამუშევარი გაავრცელა, კომპოზიცია არტისტის ბოლო ალბომშია Once Upon A Mind წარმოდგენილი.

Halfway - შეაფასეთ ჯეიმს ბლანტის ახალი კლიპი

ჯეიმს ბლანტმა კომპოზიციაზე Halfway გადაღებული კლიპი გამოუშვა. კომპოზიცია არტისტის ბოლო ალბომში Once Upon A Mind შედის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები