LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ახალი მერილინ მონრო – „ქერათმიანის“ პრემიერა შედგა

289
page

„ნეტფლიქსზე“ წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული ფილმის, „ქერათმიანის“ პრემიერა შედგა, რომელშიც ლეგენდარული მერილინ მონროს როლს ანა დე არმასი ასრულებს. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არმასისთვის ახალი როლი შესაძლოა, კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდეს.  ფილმი  თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ბესტსელერი რომანის, „ქერათმიანის“(Blonde)  მიხედვით არის გადაღებული.

ახლახან კი ინტერნეტსივრცეში ფილმიდან უახლესი კადრები გავრცელდა. ანა დე არმასი მერილინს მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ცნობისთვის, საზოგადოებას ფილმის ნახვის საშუალება „ნეტფლიქსის“ პლატფორმაზე უკვე შეუძლია.

როგორ მოგწონთ ახალი მერლინი? – ანა დე არმასის საოცარი გარდასახვა ლეგენდარული მერლინ მონროს როლისთვის

ანა დე არმასის საოცარი გარდასახვა – „ნეტფლიქსმა“ მერლინ მონროს შესახებ ბიოგრაფიული ფილმის პირველი „თიზერი“ გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები