LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავრცელდა ფოტოები, თითქოს, მე და ბაგირა ერთმანეთს ვკოცნით“ – გიორგი მეტრეველი და ეკა მგალობლიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

12
გიორგი-მეტრეველი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან ,,მის და მისტერ პლანეტას” დამფუძნებელი, ეკა მგალობლიშვილი და ,,მისტერ პლანეტას” ტიტულის მფლობელი და რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, გიორგი მეტრეველი.

ეკა, გვიამბე შენი საქმიანობის შესახებ

ეკა: რთული დამღლელი და სასიამოვნო კვირა გვქონდა, მაგრამ ცხადია, მხოლოდ არ კვრით არ შემოიფარგლება ჩემი დატვირთული რეჟიმი, ხვალ სტამბოლში, მორიგ კონკურსზე მივფრინავ „კატრინის“ მოდელებთან ერთად, შემდეგ კი მარკუს მეტრეველთან, ხატკოსთან  და ფატუნასთან ერთად დუბაიში მივემგზავრებით.

გიორგი, გილოცავ ტიტულს, როგორია ატარო ,,მისტერ პლანეტის” სტატუსი? რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მიგეღო მონაწილეობა?

გიორგი: სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციებს, არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, თან როდესაც შენი ქვეყნის სახელს ატარებ და ქვეყანას ასახელებ. „მისტერ პლანეტის“ ტიტული მაძლევს მოტივაციას არ დავნებდე და მომავალშიც ბევრი ტიტული მოვუტანო ჩვენს ქვეყანას.

ეკა: დუბაიში „საერთაშორისო მოდის კვირეულზე“ სწორედ გიორგი წარგვადგენს. ის ჩემს სამ კოლექციას მოირგებს. ასზე მეტი დიზაინერი იღებს მონაწილეობას. გიორგი, როგორც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი წარდგება ჟიურის წინაშე და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ხელშეკრულებებსაც გავაფორმებთ. კონცერტს სიმღერით მარკუს მეტრეველი გახსნის.

ეკა რატომ გაგიჩნდა სურვილი ამ კუთხით წასულიყავი და ეს ბაზარი დაგეპყროთ?

მე ვიზრდებოდი ქალაქ ქუთაისში, მე-8 კლასში როდესაც ვიყავი, ყველაფერი მაშინ დავიწყე.  იმ პერიოდში მსგავსი ტიპის ფესტივალები არ იყო. როდესაც საბავშვო ფესტივალები მაქვს, მაშინ რაღაცები დაცული უნდა იყოს, არ შეიძლება წითელი პომადა, საცურაო კოსტიუმი, ყველა უნდა დაჯილდოვდეს. ჩვენთვის ყველა გამარჯვებულია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საზოგადოება არ გავაღიზიანო.

გიორგი: მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო ნაციონალური სამოსის ტურიც მოვიგეთ, ეს ძალიან დიდი პატივია, როდესაც სხვას შენი ქვეყნის ისტორიაში ამოგზაურებ. მე ასევე გავხდი „ხალხის რჩეულიც“.

ეკა: ასევე ანი სტეფანიშვილი გახდა ხალხის რჩეული, ულამაზესი გოგონა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე დაგვიჭირა მხარი და იაქტიურა.

ეკა, რამდენად უყურებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ კონკურსს?

როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ტარდებოდა კონკურსი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა, საერთაშორისო ჟიურის რომ არ ნდომებოდა გიორგის გამარჯვება, მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.  ჩემი მთავარი მიზანი არის ჩემი ქვეყნის, კულტურის, ადათ- წესების გაცნობა მსოფლიოსთვის.

გიორგი, ვისაუბროთ „პრაიმ ჰაუსზე“, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია, რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?

მინდოდა ჩემი გარკვეული პლატფორმა შემექმნა და ეს სამომავლოდ კარგ ბენეფიტს მომიტანდა. ძალიან ბევრი რამ, ვისწავლე და დიდი გამოცდილება მივიღე. ცხადია, იყო ბევრი ჩხუბი, ინტრიგა. თუმცა როცა შოუბიზნესში იწყებ მოღვაწეობას, ეს ბუნებრივია. რაც ბოლო დროინდელ ამბებს შეეხება, გავრცელდა ფოტოები, თითქოს, მე და ბაგირა ერთმანეთს ვკოცნით მსგავსი რამ   არ ყოფილა. მე არ ვიცოდი, რომ გურამი და ბაგირა მოდიოდნენ. ამოვიდნენ სცენაზე იმისთვის, რომ ჩემი ემოცია გაეზიარებინათ, ჩამხუტებოდნენ, ეკოცნათ და უცბად ატყდა ეს ამბები. თუმცა ბედნიერება ვერავინ წაგვართვა. პროექტის შემდეგ, მე და გურამი მაინც მეგობრებად დავრჩით. იცით, 24 საათი გამოკეტილი ყოფნა არის ძალიან რთული ფსიქოლოგიური გამოცდა და სტრესი.

ეკა: როდესაც დავინახე ის ფაქტი, რომ გიორგი და გურამი იყვნენ, არიან და იქნებიან მეგობრები, გადაწყვეტილება მივიღე, რომ ეს გამეკეთებინა, ეს ჩემი სურვილი იყო, რომ ისინი დამეპატიჟებინა. იცით მე ზოგადად გიორგისთან მიმართებაში მზად ვიყავი სკანდალებისთვის, ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს მოჰყვებოდა როგორც დადებითი,  ასევე ნეგატიური კომენტარები.

მარკუს მეტრეველზე რას გვეტყვით?

ეკა: მარკუს მეტრეველი იყო ის ადამიანი, რომელმაც მითხრა, არ გინდა გიორგის კონკურსზე გაყვანაო, იტყვიან, რომ ჩემი ძმისშვილი და ამიტომ ხდება ყოველივე ესო. როცა გიორგი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩა, მაშინაც ეს თქვეს.

ეკა რა სიახლეებით გაანებივრებს ჩვენს საზოგადოებას?

საქართველოს ფარგლებს გარეთ 2023 წლის ჩათვლით  ძალიან ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. ხვალ მივფრინავ კონკურსზე Best model of the world-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იმართება. იანვარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოში ველოდები. თებერვალში მილანი და სამხრეთ აფრიკა გვაქვს დაგეგმილი.

გიორგი, როგორ იღებ ნეგატიურ კომენტარებს?

თავიდან გულზე მხვდებოდა, შემდეგ  გავაცნობიერე, საქართველოში წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანენ. როცა საქმე გაქვს და შემდგარი ხარ, არ გაქვს ბევრი დრო სისულელეებზე და არავისი გშურს. რაც უნდათ, ის წერონ, ყურადღებას არ ვაქცევ.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები