LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძე სტუმრად „ვიზიტორში“: ,,ჩემი მეუღლის მშობიარობას დავესწარი და ყველა ქალბატონი გმირია!..”

5
giorgicxadadzevizitori

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე, რომელმაც პირდაპირ ეთერში საოცარი პერფორმანსი მოაწყო და რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

გიორგი, როგორია მამობა?

სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ არეული ვარ და ვერ ჩამოვყალიბდი. საოცარი გრძნობაა, ბავშვი მე მგავს. ჩემს მეუღლეს მოვიკითხავ და მინდა ვთქვა, რომ ყველა ქალბატონი გმირია, მომეცა საშუალება, დავსწრებოდი ამ პროცესს და ეს სასწაულია, ზოგადად, მშიშარა ვარ ასეთ საკითხებში, თუმცა ბოლოს ჭიპლარიც გადავჭერი. სულ იმას ვამბობდი, მე თვითონაც არ ვარ გაზრდილი-მეთქი. როდესაც სიცოცხლეს წარმოქმნი, ამაზე მაგარი არაფერია. კარიერულად რაც უნდა ბევრი რამ მოვიხვეჭოთ, წარმავალია და სიცოცხლე კი რჩება. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები მედგნენ ამ წუთებში გვერდზე, თეატრი, ტეელვიზია, მათი ენერგია ჩემთან მოდიოდა. ვიმღერეთ მრავალჟამიერიც.

რა დაარქვით ბავშვს?

ო, ეს რთული საკითხია, სამი დღის განმავლობაში ბავშვს არ ჰქონდა სახელი. ზოგადად, სახელს საოცრად დიდი ენერგია აქვს, მე და სალომე დიდხანს ვერ შევჯერდით, ვიკამათეთ, ბოლოს სოციალურ ქსელშიც დავწერეთ, გვქონდა 4 ვარიანტი, ლილი, ნენე, ტოკიო და კეიკო, საბოლოოდ ჩამოვყალიბდით და დავარქვით ნენე.

როგორ ჩაიარა შენი მეუღლის ორსულობის ცხრა თვემ?

სალომე პირველი სამი თვე ჭირვეულობდა, ძალიან რთული პერიოდი იყო, იყო სულ გაღიზიანებული. იმ პერიოდში საოცრად დატვირთული ვიყავი და გაუჭირდა, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ ვიყავი სალომესთან ერთად. შემდეგ პანდემია დამეხმარა  და მომდევნო პერიოდი სახლში გავატარე.

„ფორმულაზე“ ყოველ დილით, საინტერესო ჩართვებს გვთავაზობ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი ახლა?

ალბათ, ნენე ხშირად იქნება ჩვენთან ერთად სამსახურშიც კი, ის ჩვენი გუნდის წევრი გახდება. 31-ში ტელევიზიიდან შვებულებაში გავდივარ. შემდეგ კი სხვადასხვა ქალაქში კონცერტები მექნება. მოგეხსენებათ, თეატრები პანდემიის გამო დაკეტილია, აგვისტოში სიახლე გვექნება, მე, ირაკლი კაკაბაძე და ირაკლი გოგია ვმუშაობთ ახალ პროექტზე, ეს იქნება ფილმი-სპექტაკლი, ნადვილი ამბავი გაპიესებული. ამაზე საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და აგვისტოში ესაა სწორედ მთავარი ამბავი ჩემთვის.

ასევე მეფიქრება საავტორო სიმღერებზე, შეიძლება ადრეცაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მხოლოდ ქავერების შესრულებით ვერაფერი გამოვა. ახლა ნიკოლოზ რაჭველს ველოდები, ერთი სიმღერის შესრულებას ვგეგმავთ, რომელსაც „ფორმულაზე“ მოისმენთ.

როგორია შენი და სალომეს ერთი ჩვეულებრივი დღე?

ჩვენ გვაქვს ხოლმე სხვადასხვა დღე, ერთ დღეს ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ, თუმცა ხადახან ავტყდებით ხოლმე და ვჭამთ და ვჭამთ ბურგერებს, პოპკორნს, ვსვამთ გაზიან სასმელს. ასევე  გავქვს კითხვის დღეც, ბუნებაში ვკითხულობთ ხოლმე, ვხატავთ, ვუყურებთ ფილმებს. ახლა ბავშვზეც ვფიქრობ და ძალიან მინდა, თოჯინების თეატრი გავაკეთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები