LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google ბახის დაბადების დღეს მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს (ვიდეო)

112
Static-image-music-experience

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის დაბადების დღესთან დაკავშირებით Google-მა მუსიკალური ,,დუდლი” გამოუშვა.

,,დუდლის” საშუალებით, ინტერნეტმომხმარებლებს სანოტე ხაზებზე ნოტების განლაგებითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ბახის სტილში კომპოზიციის შექმნა შეუძლიათ.  

აღსანიშნავია, რომ შედეგად მიღებული მელოდია შესაძლებელია აუდიო ფაილად აქციოთ და ის მეგობრებს გაუგზავნოთ.

,,დუდლი” ხელმისაწვდომი 22 მარტის ჩათვლით იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები